Thursday, April 28, 2011

რა არის ინტერნეტი?


ინტერნეტი (Internet) არის "მსოფლიო-ქსელი", ერთმანეთზე მიერთებული კომპიუტერების საჯაროდ ხელმისაწვდომი ქსელი. ინტერნეტს, ზოგჯერ ეძახიან, უბრალოდ "ქსელს"(The Net), ანუ ქსელთა ქსელს, სადაც მომხმარებლებს, თუ მათ აქვთ უფლებები, შეუძლიათ ნებისმიერი კომპიუტერიდან მიიღონ ინფორმაცია. ინტერნეტი აღნიშნავს გლობალურ კომპიუტერულ ქსელს, რომელიც ეფუძნება IP პროტოკოლს და პაკეტთა მარშრუტიზაციას. ინტერნეტი ქმნის გლობალურ საინფორმაციო სივრცეს და წარმოადგენს მსოფლიო ქსელის საფუძველს.
ვინ შექმნა ის?
ვები, როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ , გამოიგონა ტიმ ბერნეს-ლიმ, რომელიც მუშაობდა CERN-ის ლაბორატორიაში. მის ნამუშევარს საფუძვლად ედო პოპულარული თეორია ჰიპერტექსტული გზავნილის ( HTML ) შესახებ. ნებისმიერ პერსონალურ კომპიუტერში ჩატვირთულ Windows გააჩნია ჰიპერტექსტის მარტივი ვერსია.
ინტერნეტი საქართველოში..

ქართული ინტერნეტის შექმნაში პირველი ნაბიჯები გადადგა საქართველოს დევნილი ეროვნული ხელისუფლების ემიგრაციამ ფინეთიდან.
პირველი ქართული (ქართულ ენაზე შესრულებული) ვებ გვერდი ანუ ვებ საითი 1996 წლის დასაწყისში შექმნა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წარმომადგენელმა ევროპაში რენო სირაძემ (ფინეთი) - ეს იყო „დედაენა“ (იხ.: გაუნიკოდებული ასლი)
პირველი ქართული ვებ საითი რომელიც უნიკოდ კოდირებაზე იყო დაფუძნებული და ზოგადად მეორე ქართული ვებ საითი გახდა „შავლეგო“ დაარსებული 1996 წელს BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილი, ფინეთი) მიერ
ინტერნეტ ტექნოლოგიებისადმი და ინტერნეტში ქართული დამწერლობის გამოყენებისადმი მიძღვნილი პირველი ქართული ვებ საითი გახდა „ქართული ვების ტიპოგრაფია“ დაარსებული 1997 წლის დასაწყისში BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილი, ფინეთი) მიერ - იყენებს უნიკოდ კოდირებასა და დინამიურ ფონტებს
პირველი ქართული წარმოების უნიკოდ ფონტები ინტერნეტისა და ვებისათვის გახდნენ BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილის) მიერ შექმნილი BPG SanSer, BPG Classic და რენო სირაძის შექმნილი RsWWWNet
Internetworldstats.com[1]_ის მიერ გამოქვეყნებულისტატისიკის მიხედვით საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი ბოლო წლებში საგრძნობლად იზრდება. მათ აქვთ შედარებული 2000 წლისა და 2010 წლის მონაცემები, რომელთა შედეგებიც თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ფოტოზე:

სამწუხაროდ დღეისათვსი არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმისა თუ რამდენი მომხმარებელი ყავს ქართულ ინტერნეტს. ეს ფაქტი განპირობებულია იმითაც რომ აბონენტს, რომელსაც ინტერნეტი გაყავს შემდგომ ხდება ამ ინტერნეტის გამნაწილებელი. ანუ ხშირად რეგისტრირდება ერთი აბონენტი, სინამდვილეში კი მომხმარებელი რამოდენიმე პირია. Internetworldstats_ს[2] მონაცემებით 2010 წლისათვის საქართველოში, ინტერნეტით სარგებლობს 1.300 მილიონი ადამინი. მაგალითისათვის 2000 წელს ინტერნეტით სარგებობდა მხოლოდ 20 ათასი ადამიანი

1 comment:

  1. Casino Near Chicago, IL - Mapyro
    Find 벳 인포 Casino 익산 출장샵 Near Chicago (IL) with MapYRO. 안양 출장안마 100 South Chicago Road, Larchrop, IL. Mapyro users have 의왕 출장샵 access to hotels, motels, restaurants and 전라북도 출장샵

    ReplyDelete